პროექტი სახელწოდებით „LIFESTRAND” ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება/ტრენინგს.
პროექტში ჩაერთვებიან მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
პროექტი შეიქმნა, დაიგეგმა და წარიმართება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 10 უნივერსიტეტი:
საქართველო:
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტი
უკრაინა:
ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
პოლტავას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ესპანეთი:
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი
ასოციაცია „სემერხენი“
პორტუგალია:
პორტოს უნივერსიტეტი