პარულის უნივერსიტეტი ინდოეთის კერძო უნივერსიტეტია, რომელიც 1993 წელს დაარსდა და უნივერსიტეტის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 450-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამას სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ინჟინერიაში, არქიტექტურაში, ფარმაციაში, სამართალში, მენეჯმენტში, მედიცინაში, ექთნობაში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებაში, მედიასა და ხელოვნებაში.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული გლობალურ თანამშრომლობებში და ხელს აწერს 75-ზე მეტ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას, კვლევით თანამშრომლობას და ზაფხულის/ზამთრის სკოლებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, გერმანია, აშშ, პოლონეთი, რუსეთი, შვეიცარია და სხვა. პარულის უნივერსიტეტი ლიდერობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, როგორიცაა CABCIN Erasmus+ ინიციატივა და თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორიცაა სამეფო საინჟინრო აკადემია (დიდი ბრიტანეთი) და სურეის უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების, ჭკვიანი ქალაქებისა და მწვანე ენერგიის კვლევის მიმართულებით.
ალტე უნივერსიტეტსა და პარულის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.