ნიუ ჯერსის უნივერსიტეტი (NJCU), 1927 წელს დაარსდა და მდებარეობს, ნიუ ჯერსი - აშშ-ში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, რომლებიც მათ ფართო არჩევანს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, ბიზნესის, ჯანდაცვის მეცნიერებებისა და ხელოვნების დარგებში სთავაზობს. NJCU ორიენტირებულია საკუთარი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფაზე.
უნივერსიტეტს აქვს აქტიური საერთაშორისო კოლაბორაციები, მათ შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და თანამშრომლობა ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. NJCU ხელს უწყობს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საერთაშორისო სასწავლო შესაძლებლობებისა და კულტურათშორისი გამოცდილების მიღებას.
ალტე უნივერსიტეტსა და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.