Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ნინო რიჟამაძე

საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი

ნინო რიჟამაძე არის სამართლის მაგისტრი. სწავლობდა საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, 

ხოლო სამაგისტრო საფეხურზე სწავლა განაგრძო საქართველოს უნივერსიტეტში.


ალტე უნივერსიტეტამდე მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად საფინანსო სექტორს უკავშირდებოდა.
2014-2016  წლებში მუშაობდა თიბისი ბანკში. 2016-2018 წლებში სადაზღვევო კომპანიაში საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით. 2018-2022 წლებში A ჯგუფში შემავალ კომპანაში საოპერაციო რისკების მართვის და შიდა კონტროლის მიმართულებით. 

 

2023 წლიდან კი შემოუერთდა ალტე უნივერსიტეტის გუნდს, თავდაპირველად საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 2024 წლის აპრილიდან - საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის როლს ასრულებს.