- ვისთვის არის ეს კურსი?
პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მხარეზე.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესის სრული სურათის დანახვა, რაც დაეხმარება მონაწილეებს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და მოლაპარაკებების ეფექტურად მართვაში. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ მოქმედებს მომხმარებლის ფსიქოტიპი ყიდვის პროცესზე და როგორ შეიძლება ეს ცოდნა გაყიდვების სტრატეგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.
- ტრენერი
ხათუნა მდინარაძე – გაყიდვების მენტორი და საერთაშორისო პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. ორგანიზაციული ტრენერი, რომელიც თანამშრომლობს ისეთი კომპანიებთან, როგორიცაა „ბიბლუსი“, „პეპელა“, XS-Toys, „პიატო“, „მულტი“, Carters Georgia. საგანმანათლებლო სივრცე „არქე“-ს დამფუძნებელი. დამატებითი ინფრომაციისთვის იხილეთ: LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს.
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ კონკრეტული თემები ინდივიდუალურად.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კონტაქტი: LLC@alte.edu.ge