Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტს Pomeranian University in Slupsk-ის წარმომადგენელი, Natalia Kozyra ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში ნატალიამ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამების სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ტურისტული მიმართულებების ეფექტური მართვა“. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ბიზნესის სკოლის დეკანი, ილია ბოცვაძეც ესწრებოდა.
საჯარო ლექციამდე ნატალიამ ასევე მონაწილეობა მიიღო ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც ისაუბრა გარემოს დაცვისა და მდგრადი ტურიზმის პრაქტიკებზე, პოლონეთის ქალაქ სლუპსკისა და პომერანიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში.
ალტე უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს ინტერნაციონალიზაციის პროცესს და სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას!


