Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 25, 2026

ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

15-16 ივნისს ალტე უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) მიეძღვნა.

 

კონფერენციამ გააერთიანა სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, კვლევითი ნაშრომები წარადგინეს და პროფესიული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

 

ორდღიანი ღონისძიება ორი განსხვავებული აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. პირველი დღე დაეთმო აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს და გაიმართა თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისციპლინარული კვლევა და ინოვაცია“, ხოლო მეორე დღე სტუდენტურ კონფერენციას მიეძღვნა - „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია“.

 

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა წარმოადგინეს კვლევები და ინიციატივები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია, სამართალი და მმართველობა, სოციალური სამართლიანობა, მდგრადი ეკონომიკა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

 

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ალტე უნივერსიტეტის, ასევე საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. თემატური სესიები დაეთმო მდგრადი განვითარების სამართლებრივ, სოციალურ, ტექნოლოგიურ და გარემოსდაცვით ასპექტებს, სადაც მონაწილეებმა საკუთარი კვლევები და ხედვები წარადგინეს.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ინტერაქციული ვორკშოპი „SDG Solutions – Idea Generation Workshop“, რომლის მიზანი მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული ინოვაციური იდეების განვითარება იყო. ვორკშოპის მონაწილეები მომდევნო ეტაპზე საკუთარ პროექტებს წარადგენენ, ხოლო გამარჯვებული გუნდი სექტემბერში ჟენევაში დაგეგმილ SDG ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.

 

კონფერენცია ალტე უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს კვლევითი კულტურის, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობას.

 

alte-universitetshi-mdgradi-ganvitarebis-miznebisadmi-sdgs-midzghvnili-ordghiani-sametsniero-konferentsia-gaimarta