Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 17, 2025

“NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი - “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა

ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი - “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა!


მათი პროექტი „Sateliko“, მსოფლიოს მასშტაბით, 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა.


გუნდი მუშაობდა Commercializing Low Earth Orbit (LEO) გამოწვევაზე. ჰაკათონის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის ლექტორების მენტორობით, მათ შექმნეს დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო „Sateliko“, რომელიც ქმნის ხელახლა გამოყენებადი ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ და მოაგროვონ ინფორმაცია დაბალი ორბიტის შესახებ რაკეტის გაშვების გარეშე.


ალტე უნივერსიტეტი ულოცავს მონაწილეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას საერთაშორისო ასპარეზზე! 

“NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი - “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა