2025
NASA Space Apps Challenge წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ჰაკათონს, რომელიც ყოველწლიურად იმართება NASA-ს ორგანიზებით და 2012 წლიდან დღემდე, 150-ზე მეტ ქვეყანაში ათასობით მონაწილეს აერთიანებს. ჰაკათონის მიზანია საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდებისა და პროფესიონალების ჩართვა ტექნოლოგიური, სამეცნიერო და სოციალურ გამოწვევებზე მუშაობაში, რომლებიც უკავშირდება როგორც კოსმოსურ კვლევებს, ასევე დედამიწის წინაშე მდგარ აქტუალურ პრობლემებს.
Space Apps Challenge-ში მონაწილეობის ფარგლებში, მონაწილეები მუშაობენ NASA-ს მიერ შეთავაზებულ რეალურ მონაცემებზე და ქმნიან ინოვაციურ გადაწყვეტებს ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზის, დიზაინისა და მეცნიერების სფეროებში.
2025 წელს, Alte University იქნება NASA Space Apps Challenge-ის ლოკალური ლიდერი ზუგდიდში. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი უპასუხისმგებლობას იღებს ღონისძიების ორგანიზებაზე, კოორდინაციასა და საერთაშორისო ჰაკათონის ფარგლებში რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის გააქტიურებაზე.
ალტე უნივერსიტეტის ჩართულობა მიზნად ისახავს:
- ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირების ჩართვას გლობალურ ინოვაციურ მოძრაობაში;
- STEM სფეროს პოპულარიზაციას და ადგილობრივი ტალანტების აღმოჩენას;
საერთაშორისო ქსელებთან კავშირების გაღრმავებას და ზუგდიდის რეგიონში ინოვაციური გარემოს განვითარებას.
NASA Space Apps Challenge 2025 – Zugdidi იქნება ღია პლატფორმა იდეების, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებისთვის, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები წარადგინონ საერთაშორისო ჟიურის წინაშე და გახდნენ გლობალური გამარჯვების პრეტენდენტები.
