მსოფლიოში ყველაზე დიდ გლობალურ ჰაკათონზე NASA International Space Apps Challenge 2026 რეგისტრაცია დაიწყო!
NASA International Space Apps Challenge ყოველწლიური გლობალური ჰაკათონია, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, NASA-სა და მისი 17 პარტნიორი კოსმოსური სააგენტოს, მათ შორის ESA-ს, CSA-სა და JAXA-ს, ღია და უფასო მონაცემების გამოყენებით რეალურ გამოწვევებზე იმუშაონ.
ჰაკათონის ადგილობრივი მასპინძელი და ორგანიზატორი ზუგდიდში წელსაც ალტე უნივერსიტეტი იქნება.
წლევანდელი გამოწვევის თემაა “The Next Frontier“, რომელიც დედამიწისა და კოსმოსის კვლევასთან, ხელოვნურ ინტელექტთან, ასტროფიზიკასა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობას გულისხმობს.
ჰაკათონის ფარგლებში NASA-ს ექსპერტების მიერ შემუშავებული იქნება 20-მდე განსხვავებული სირთულის გამოწვევა, საიდანაც მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიომ სასურველი მიმართულება:
- პროგრამული უზრუნველყოფა და AI: მონაცემთა ანალიზი, მანქანური სწავლება და პროგნოზირების მოდელები.
- დედამიწა და კლიმატი: ეკოლოგიური პრობლემების, ოკეანეებისა და ამინდის მონიტორინგის გადაწყვეტილებები.
- კოსმოსური ინჟინერია და აპარატურა: მთვარისა და მარსის მისიების კონცეფციები და 3D პროტოტიპები.
- დიზაინი, სთორითელინგი და ხელოვნება: მონაცემთა ვიზუალიზაცია, საგანმანათლებლო თამაშები და ციფრული ხელოვნება
ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა მონაწილეებმა:
- შექმნან პირადი ანგარიში spaceappschallenge.org -ზე;
- შეკრან გუნდი (1-დან 6 წევრამდე)
- დარეგისტრირდენ პროექტის მონაწილედ ბმულზე და აირჩიონ ლოკალური ივენთი ქალაქ „ზუგდიდში“
რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
ჰაკათონი ზუგდიდის ტექნოპარკში, GITA • Tech Park-თან პარტნიორობით 14-15 ნოემბერს გაიმართება.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 13 ნოემბერი.
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.
შემდგომ ეტაპების შესახებ ინფორმაცია ალტე უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება.
