ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით ტარდება ნაფიცმსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი სკოლის მოსწავლეებისათვის.
შეჯიბრის მიზანია სკოლის მოსწავლეებმა გაითავისონ ნაფიც მსაჯულების მნიშვნელობა, გაეცნონ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას კვალიფიციური ფასილიტატორების ზედამხედველობის ქვეშ და მიიღონ მონაწილეობა სამართლებრივი შემთხვევის მაგალითზე რეალობასთან დაახლოებულ პროცესში.
მონაწილეობის მიღება შეუძლია:
კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი წლის მოსწავლეებს;
გუნდის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს ერთი და იმავე სკოლის 2 ან 3 მოსწავლე;
გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი;
იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
პირველი ეტაპი - ჯგუფების რეგისტრაცია ( 1-10 მარტი)
მეორე ეტაპი - ტრენინგი რეგისტრირებული ჯგუფებისათვის (14-15 მარტი), კაზუსის გაცნობა და როლების გადანაწილება;
მესამე ეტაპი - ზეპირი რაუნდები (იმიტირებული პროცესი) - მოიცავს პირველ რაუნდს და ფინალს
პირველი რაუნდი - 17-18 მარტი
მეორე რაუნდი - 21 მარტი - ფინალური ეტაპი, დაჯილდოება.
რეგისტრირებულ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესის მნიშვნელობაზე, მონაწილეები პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღებენ ზოგად ცოდნას, რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და შეითავსებენ პროცესის მონაწილეთა როლებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართება ალტე უნივერსიტეტის სასამართლოს იმიტირებულ დარბაზში.
ზეპირი რაუნდების შეფასება მოხდება შემფასებელთა ე.წ. ,,მოსამართლეთა“ მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის 3 წევრი:
1 წევრი იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი,
1 წევრი გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი,
1 წევრი ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენელი.
მონაწილე გუნდებს გადაეცემათ სერტიფიკატები და საჩუქრები. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ბრალდების მხარე;
საუკეთესო დაცვის მხარე;
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს