Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მაისი 06, 2023 (17 : 00) - მაისი 06, 2023 (19 : 00)

,,მონაწილეობითსამართლებრივი უფლების მოპოვებისა და დაკარგვის მექანიზმები სამეწარმეო საზოგადოებაში“

6 მაისს ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და ეკონომიკური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ფორუმი თემაზე ,,მონაწილეობითსამართლებრივი უფლების მოპოვებისა და დაკარგვის მექანიზმები სამეწარმეო საზოგადოებაში“.

ფორუმის თემა შეეხება წილის შეძენისა და დაკარგვის იურიდიულ გზებს საკორპორაციო სამართალში.
აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული სამეწარმეო საზოგადოებაში წევრობის უფლების მოპოვებისა და წევრობიდან გასვლის შედეგი.

ფორუმზე მოხსენებით გამოვლენ: ირაკლი ბურდული - სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ნონა ზუბიტაშვილი - სამართლის დოქტორი, შავი ზღვის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

ფორუმზე დასწრება შეუძლიათ საკორპორაციო სამართლით დაინტერესებულ პირებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.

,,მონაწილეობითსამართლებრივი უფლების მოპოვებისა და დაკარგვის მექანიზმები სამეწარმეო საზოგადოებაში“