Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მომსახურების ხარისხი და გაუმჯობესება

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია სადაზღვევო კომპანიის მომსახურებისა და კლიენტთა მომსახურების ხარისხის, ასევე, ზარების მართვის და ოპერაციების მენეჯმენტის დეპარტამენტების თანამშრომელთათვის.

  • კურსის მიმოხილვა

მომსახურების ხარისხი დაზღვევის სექტორში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევას. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომსახურების ხარისხის მართვა, მისი სწორად სტრუქტურირებული მიწოდება და დაზღვეულამდე სწორი ფორმით კომუნიკაცია. 

ინტერაქტიული ტრენინგ მოდული ფოკუსირდება მომსახურების ხარისხის პრაქტიკულ ასპექტებზე და რეალურ ქეისებზე. 

კურსის მიზანია მონაწილეებს განუვითარდეთ მომსახურების ხარისხის მართვის უნარები სადაზღვევო სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით. მონაწილეები გაიგებენ, როგორ აღიქვამენ მომხმარებლები დაზღვევას, როგორ უნდა ააწყონ ხარისხის სისტემა ორგანიზაციაში, როგორ შეფასდეს მომსახურების ეფექტიანობა და როგორ გადაიქცეს პრეტენზია განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად.

  • ტრენერი

სოფიო ლებანიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტრი Syracuse University-ის (Maxwell School of Citizenship and Public Affairs) კურსდამთავრებული. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამჟამად გახლავთ სს „პსპ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. LinkedIn

 

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს.
 

სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

მომსახურების ხარისხი და გაუმჯობესება