Flag 0Flag 1
logo

მოლაპარაკება და მედიაცია მენეჯერებისთვის

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია, ნებისმიერ სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მეტი თავდაჯერებულობითა და სიცხადით წარმოჩინდნენ მოლაპარაკებებში, როგორც გუნდის შიდა, ისე გუნდს გარეთ ინტერაქციებში, გამოავლინონ ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის უნარები და სხვა.

  • კურსის მიმოხილვა

კურსის მიზანია, მოლაპარაკებისა და მედიაციის მართებული მეთოდოლოგიის გაზიარების გზით, მენეჯერებს შესძინოს აუცილებელი კომპეტენცია ინტერესთა კონფლიქტების მაქსიმალური პრევენციისთვის, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე ორგანიზაციის გარეთ.

 

კურსი აგებულია ინტერესზე ორიენტირებული მოლაპარაკების/Interest-Based Negotiation პრინციპებზე. აღნიშნული პრინციპების თანახმად, შეჯიბრებით და ალტერნატივების თვალსაზრისით ლიმიტირებულ აზროვნებაზე მორგებულ ინტერაქციის მოდელს (Win-Lose) ეფექტურობით ბევრად წინ უსწრებს მხარეთა ინტერესებზე და შესაძლებლობების გაფართოების მოტივაციაზე დაფუძნებული კომუნიკაცია (Win-Win). კურსი ასევე მოიცავს მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდოლოგიის ტექნიკებს.

  • ტრენერი

ქეთევან ირემაშვილი - სამართლის დოქტორი, ინტერაქციული სწავლების მასტერ ტრენერი, ,,Erickson International”-ის სერტიფიცირებული ქოუჩი, CEDR-ის აკრედიტაციის მედიატორი. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 10 საკონტაქტო საათს.

 

*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

მოლაპარაკება და მედიაცია მენეჯერებისთვის