Flag 0Flag 1
logo

მიხეილ თოქმაზიშვილი

ბიზნესის სკოლის პროფესორი

მიხეილ თოქმაზიშვილი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი,  იყო მოწვეული მკვლევარი ჯ ჰოფკინსის უნივერსიტეტში (2000)გაიარა არაერთი სასწავლო კურსი მსოფლიო ბანკის ეკონომიკის განვითარების ინსტიტუტში.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად მუშაობდა ევროკავშირის, გაეროსა და  მსოფლიო ბანკის პროგრამებში სხვადასხვა პროექტებსა და ინიციატივებზე. იყო  სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის (CASE) უფროსი მკვლევარი (2000-2009), საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი (1997-2005), მსოფლიო ბანკის ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის პროგრამის „სოციალური პოლიტიკის რეფორმები გარდამავალ ეკონომიკებში“  ხელმძღვანელი საქართველოში (1996-1998), საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (2005-2012). მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში (1978-1996). იყო სახელმწიფოს შესყიდვების სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2000),  საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოსა (2005) და ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური საბჭოს წევრი (2012-2014).

 

მიხეილი კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ფინანსების,  სოციალური ეკონომიკის, მაკროეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და გენდერის საკითხებზე. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილე.