Flag 0Flag 1
logo

მეფე დანილოს უნივერსიტეტი

მეფე დანილოს უნივერსიტეტი არის თანამედროვე კერძო უნივერსიტეტი უკრაინაში, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ განათლებას, პრაქტიკულ სწავლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომებს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელს უწყობს ლიდერული და მეწარმეობრივი უნარების განვითარებას. დინამიკური სასწავლო გარემო და საერთაშორისო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და კარიერულ წარმატებაზე ორიენტირებულ გამოცდილებას.

 

ალტე უნივერსიტეტსა და მეფე დანილოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

mefe-danilos-universitetiმეფე დანილოს უნივერსიტეტი