ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მედიცინის სკოლის პირველი კურსის საერთაშორისო სტუდენტებისათვის, პირველი სასწავლო სემესტრი 31 იანვარს იწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში 13 ქვეყნის 400-მდე სტუდენტი სწავლობს.
