Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

ნოემბერი 09, 2024 (15 : 00)

Medical Tech Education for High School Girls

9 ნოემბერს, ალტე უნივერიტეტში, აშშ-ის საელჩოს Alumni Engagement Innovation Fund-ის დაფინანსებით და აშშ საელჩოს გაცვლითი პროექტების კურსდამთავრებულთა გაერთიანებასთან პარტნიორობით IX-XII კლასელი გოგოებისთვის განკუთვნილი პროექტი - “Medical Tech Education for High School Girls’’ დაიწყო.

 

პროექტში მონაწილეობისთვის ასი გოგო შეირჩა, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ბიოინჟინერიის და სამედიცინო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს, შეისწავლონ ელექტრონიკის საფუძვლებს არდუინოს საფუძველზე, გაიგონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ მედიცინაში და, მენტორების დახმარებით, იმუშაონ სამედიცინო სატარებელი მოწყობილობების პროტოტიპების შექმნაზე. 

 

პირველი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პროექტის განრიგს და სამომავლო გეგმებს. 

 

გუნდურ აქტივობებს პროექტის მენეჯერი - მარიამ ჯანჯღავა წარუძღვა. 

 

შეხვედრა დასრულდა პანელური დისკუსიით, სადაც პროექტის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენელმა - დავით ჩეჩელაშვილმა და სამეცნიერო კოორდინატორმა - ნანა დიხამინჯიამ ისაუბრეს სამედიცინო და ბიოტექნოლოგიების მნიშვნელობაზე და საქართველოში ბიოტექნოლოგიური მეწარმეობის მომავალ შესაძლებლობებზე.

Medical Tech Education for High School GirlsMedical Tech Education for High School Girls