16-17 ნოემბერს პოლონეთის ბიდგოშჩის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ქალაქ Uniejow-ში გაიმართა მე-10 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ეკონომიკის დოქტორი, ალტე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ბიზნესის სკოლაში, გიგა კიკორიაც მონაწილეობდა.
მე-10 საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციაზე, სათაურით „რეგიონების კონკურენტუნარიანობა და განვითარება ევროპული ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში. მდგომარეობა - ტენდენციები - სტრატეგიები“ ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთიდან 30 გამომსვლელი იღებდა მონაწილეობას.
პროფესორმა გიგა კიკორიამ კონფერენციაზე წარადგინა სტატია სათაურით: „COVID-19 პანდემიის გრძელვადიანი ეფექტი მიწოდების ჯაჭვებზე პოლონეთის, საქართველოსა და თურქეთის მაგალითებზე“ სტატიის თანაავტორები არიან მარეკ სიკორა პოლონეთიდან, ბასაკ ჩეტინგექი თურქეთიდან და ზეზვა სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 106 აქტიური ორგანიზაცია პოლონეთიდან, 140 საქართველოდან და 112 თურქეთიდან. კვლევის მონაწილეებმა თავიანთი კომპანიის შიგნით მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ბუნებისა და მიზეზების შესახებ ისაუბრეს. შედეგები მიუთითებს, რომ შერჩევაში მოხვედრილ ორგანიზაციებს შორის, არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ქვეყნების მიხედვით COVID-19 პანდემიის გავლენის თვალსაზრისით.
სტატიამ გაიარა ექსპერტიზა და დაიბეჭდება 2024 წლის ბოლომდე რეფერირებად ჟურნალში - Scientific Papers of Silesian University of Technology – Organization and Management Series