ERASMUS+ Staff Mobility for Teaching პროგრამის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მარიამ შარია, სამუშაო ვიზიტით პომერანიის უნივერსიტეტში ( Pomeranian University in Słupsk - ქ. სლუპსკი, პოლონეთი) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში მარიამმა სტუდენტებისა და IT მიმართულების ლექტორებისთვის ჩაატარა ლექცია-ვორკშოპები თემაზე - „Design Thinking: A Problem-Solving Approach in IT“. მონაწილეები გაეცნენ Design Thinking-ის მეთოდოლოგიას, რომელიც, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით, კომპლექსური პრობლემების გადაჭრასა და ოპტიმალური პროდუქტების შექმნას ემსახურება.
გრაფიკული დიზაინის საგნის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე - „How Graphic Design Works as a Visual Communication Tool“. სხვადასხვა აქტივობისა და პრაქტიკული მაგალითების დახმარებით, სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ გადმოსცემს ფორმებისა და ფერების კომბინაცია კონკრეტულ ემოციასა და განწყობას.
გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ალტე უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს პერსონალისთვის მსგავსი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას.
