Flag 0Flag 1
logo

მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტი

მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც 1527 წელს გერმანიაში დაარსდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. ის ყველა აკადემიურ დონეზე სთავაზობს სტუდენტებს პროგრამებს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში, მედიცინასა და სამართალში. 

 

მარბურგის უნივერსიტეტი მონაწილეობს Erasmus+-სა და სხვა საერთაშორისო პროგრამებში და პარტნიორობს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. უნივერსიტეტი პარტნიორებს სთავაზობს მრავალ შესაძლებლობას სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის სახით.

 

ალტე უნივერსიტეტსა და მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.