28-29 ივლისს ალტე უნივერსიტეტი ბათუმში, ერას მოედანზე start-up ზაფხულის ფარგლებში მართავს მარათონს „20-200“.
მარათონის მონაწილეებს ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებენ ყველაზე დიდ მოგებას. მარათონი იმართება ერას მოედანზე, დილის 10:00–დან საღამოს 20:00 საათამდე. გუნდებს უფლება აქვთ მარათონამდე აწარმოონ მოლაპარაკება კომპანიებთან მათგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თანხობრივი ისე სხვა რესურსი (პროდუქცია, სერვისი და სხვა).
აღნიშნულ შემთხვევაში გუნდმა აუცილებლად უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია პროექტის ორგანიზატორებთან. გუნდებს უფლება აქვთ დღის განმავლობაში შემოსული თანხა ჩააბრუნონ წარმოებაში და დღის განმავლობაში ადგილზევე შექმნან პროდუქტი. პროდუქტი ან სერვისი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, აღნიშნულ აქტივობაში მთავარია სამეწარმეო კომპეტენციის განვითარება მცირე დროში შეზღუდული რესურსით. მარათონის გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.
მარათონის შემდეგ ამოქმედდება სტარტაპ გარაჟის maker space, სადაც პროექტის მონაწილეები ალტეს მენტორებთან, ტექნოპარკისა და ბათუმის ამერიკული კუთხის წარმომადგენლებთან ერთად გაწევენ მენტორინგს შემდეგ თემებზე:
- იდეის განვითარება
- პროდუქტის განვითარება
სტარტაპ გარაჟი განთავსებული იქნება ერას მოედანზე (ბათუმში), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება მოსვლა და მუშაობა საკუთარ იდეაზე, ფაბლაბის სერვისების ადგილზე გაცნობა, და საჭიროების შემთხვევაში, ამ სერვისების გამოყენება.
სტარტაპ მარათონში მონაწილეობისთვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ ლინკზე 25 ივლისამდე

