Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

მალტის ბიზნესის სკოლა

მალტის ბიზნესის სკოლა არის თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულება მალტაში, რომელიც სპეციალიზდება ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებში და სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას. უნივერსიტეტი აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და რეალურ ბიზნეს გარემოს, რაც ხელს უწყობს ლიდერული, ანალიტიკური და მენეჯერული უნარების განვითარებას. საერთაშორისო გარემო და ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირები უზრუნველყოფს სტუდენტების მზადყოფნას გლობალურ სამუშაო ბაზარზე.

 

ალტე უნივერსიტეტსა და Malta Business School-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

maltis-biznesis-skolaმალტის ბიზნესის სკოლა