ლიეტუვის ბიზნეს კოლეჯი (LBC) 1994 წელს დაარსდა და მისი კამპუსები კლაიპედასა და ვილნიუსში მდებარეობს. კოლეჯი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებს ძირითადად ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროებში სთავაზობს. ძირითადი სასწავლო ენა ლიტვურია, თუმცა, უნივერსიტეტში ასევე მიმდინარეობს სწავლება ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კოლეჯი ფოკუსირებულია პრაქტიკული და კარიერული უნარების გაძლიერებასა და გამოყენებით კვლევებზე. ჰყავს 50-ზე მეტი Erasmus+ პარტნიორი ინსტიტუტი და საერთაშორისო სტუდენტთა მზარდი რიცხვი. ლიტვის ბიზნეს კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომები აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში.
ალტე უნივერსიტეტსა და ლიეტუვის ბიზნეს კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
