Flag 0Flag 1
logo

ლანა დავითულიანი

კვლევის მხარდაჭერისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

ლანა დავითულიანი სოცილოგიის ბაკალავრი და ასევე სოციალური და  კულტურული  კვლევების მაგისტრია. მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 

 

ლანას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კვლევების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. 2017 – 2024 წლების განმავლობაში ის მუშაობდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტისა და კოორდინატორის პოზიციაზე. ამ წლების განმავლობაში მან დააგროვა პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება კვლევების მენეჯმენტის მიმართულებით.

 

მას გამოცდილება საერთაშორისო პროექტების, მათ შორის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Horizon 2020 -ის პროექტების, დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით აქვს.  2019 -2021 წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა EURAXESS საქართველოს სტარტაპის ქსელის პროექტის განხორციელებაში და იყო EURAXESS საქართველოს ეროვნული ქსელის კოორდინატორი. ასევე, 2021 – 2024 წლებში, პროექტის Caliper -Linking Research and Innovation for Gender Equality ფარგლებში, STEM მიმართულებებში გენდერული თანასწოროების გეგმის შემუშავების ჯგუფის (GEP) წევრი იყო.

 

ლანა დავითულიანს აქვს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სოციალური კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების შესახებ, ასევე სოციალური და კულტურული კვლევების ინდივიდუალურად და ჯგუფურად განხორციელების მიმართულებით.