ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
Learn More

მარტი 16, 2023

კვლევის ვორქშოპი

2023 წლის მარტში, ალტეს სტუდენტურმა კვლევითმა გაერთიანებამ საგანმანათლებლო კვლევის სემინარი ჩაატრა, რომელშიც დოქტორი თარაკა, ამ სფეროში ცნობილი პროფესორი, მონაწილეობდა. ონლაინ სესია შესანიშნავი შესაძლებლობა იყო სტუდენტებისთვის, რადგან მათ  ლიტერატურის მიმოხილვის სირთულეებში გარკვევის შესაძლებლობა ჰქონდათ. აღნიშნული საკითხი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ალტე უნივერსიტეტის მომავალი, საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენციისთვის (IMAUC), რომელიც ივნისშია დაგეგმილი.

 

დოქტორმა თარაკამ, თავისი გამოცდილების საფუძველზე, მონაწილეებს ყოვლისმომცველი კურსი ჩაუტარა ეფექტური ლიტერატურის მიმოხილვის მომზადების შესახებ. საინტერესო დისკუსიებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით დამსწრეებმა განავითარეს მნიშვნელოვანი უნარები და მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ნავიგაციის, კვლევითი სტატიების კრიტიკული ანალიზისა და ინფორმაციის სინთეზის შესახებ, რაც აკადემიური მუშაობის პროცესში გამოადგებათ. 

 

ამ სემინარმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სტუდენტების იმ საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით აღჭურვაში, რაც მათ IMAUC 2023-ზე აკადემიურ დისკურსში წვლილის შეტანის საშუალებას მისცემს. 

 

მოუთმენლად ველოდებით კონფერენციას, მადლობას ვუხდით დოქტორ თარაკას და ყველა მონაწილეს მათი ჩართულობისა და ენთუზიაზმისთვის. ჩვენ ერთად, მზად ვართ წარმოვაჩინოთ აკადემიური ბრწყინვალებისა და თანამშრომლობის უმაღლესი სტანდარტები გლობალურ ასპარეზზე.

კვლევის ვორქშოპი