Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
Learn More

კვანგუნის უნივერსიტეტი

კვანგუნის უნივერსიტეტი არის კერძო კვლევითი უნივერსიტეტი სეულში, სამხრეთ კორეაში, რომელიც დაარსდა 1934 წელს და ცნობილია საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ძლიერი ტრადიციებით. უნივერსიტეტი თავდაპირველად ელექტრონიკის მიმართულებით ჩამოყალიბდა და დღეს წარმოადგენს მრავალპროფილურ სასწავლებელს, რომელიც მოიცავს ინჟინერიის, ბიზნესის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების პროგრამებს. აქტიური საერთაშორისო პარტნიორობებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს საშუალებით, უნივერსიტეტი ამზადებს გლობალურად კონკურენტუნარიან სპეციალისტებს.

 

ალტე უნივერსიტეტსა და კვანგუნის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

კვანგუნის უნივერსიტეტი