ტრენინგი განკუთვნილი იყო კორპორატიული საბანკო ურთიერთობისა და SME მიმართულების უმცროსი ანალიტიკოსებისა და ბანკირებისთვის.
კურსი უზრუნველყოფდა საკვანძო უნარების გაცნობასა და გამომუშავებას კორპორატიული საბანკო ურთიერთობის ჭრილში, რაც დაეხმარება მონაწილეებს სამიზნე კლიენტების ბაზებთან მუშაობაში, კლიენტის ფსიქო პორტრეტის შექმნაში, ბიზნესთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაციის მობილიზებასა და ფინანსური რეპორტების მომზადებაში. ვორქშოფის ფორმატი ინტერაქტიული და დინამიური იყო, ის აწყობილი იყო თეორიული მასალისა და პრაქტიკული სავარჯიშოების სინქრონული მონაცვლეობით.
კურსს გაუძღვა თამარ გახარია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საბანკო სფეროში მთავარი კორპორატიული ბანკირისა და მსხვილი ბიზნესჰოლდინგი ,,CBS Group”-ის ფინანსური დირექტორის პოზიციებზე.
