ალტე უნივერსიტეტში, ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვრის თვეში კოლეგიალური ურთიერთდასწრების პროცესი განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა სწავლება-სწავლის პროცესის განვითარებას, აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული მხარდაჭერის გაძლიერებას და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.
პროცესის ფარგლებში, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და ლექტორებმა, კოლეგიალური თანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით, განახორციელეს სალექციო და სასემინარო პროცესების დაკვირვება ალტე უნივერსიტეტის კამპუსსა და ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ურთიერთდასწრება განხორციელდა განვითარების და გამოცდილების გაზიარების მიდგომით.
ურთიერთდასწრების შედეგად, გამოვლინდა რიგი მნიშვნელოვანი მიგნებები, რომლებიც უკავშირდება სწავლება-სწავლის მეთოდების მრავალფეროვნებას, სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერებას, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, სალექციო პროცესის დაგეგმვისა და დროის ეფექტიან მართვას.
მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ლექტორების პროფესიული განვითარების აქტივობების დაგეგმვისა და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული პროცესი ასევე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის შემდგომ განვითარებას და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაძლიერებას.
ალტე უნივერსიტეტი განაგრძობს ლექტორების მხარდაჭერასა და სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.
