კლაიპედოს ვალსტიბინეს კოლეჯი(KVK) ლიეტუვაში სიდიდით მესამე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მისი საბაკალავრო პროგრამები დაფუძნებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რაც კურსდამთავრებულებს რეალურ სამყაროში საჭირო უნარებსა და კომპეტენციებს სძენს.
კლაიპედოს ვალსტიბინეს კოლეჯი 2002 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამების ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიცაა ინჟინერია, ინფორმატიკა, ჯანდაცვის მეცნიერებები, ბიზნესი და სხვა. კოლეჯი რეგიონულ ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირებით გამოირჩევა. KVK აკრედიტებულია და აღიარებულია, როგორც მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო სივრცე.
ალტეს უნივერსიტეტსა და კლაიპედოს ვალსტიბინეს კოლეჯს (KVK) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. თანამშრომლობა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობებს საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად. უნივერსიტეტებს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას, ერთობლივ კვლევით პროექტებს, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ასევე ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებას.

