კლაიპედას სახელმწიფო კოლეჯი 2001 წელს, ლიეტუვაში დაარსდა. იგი საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაა და სტუდენტებს პრაქტიკულ უნარებსა და გამოყენებით ცოდნაზე ორიენტირებულ უმაღლეს განათლებას სთავაზობს. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესი, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და სოციალური მეცნიერებები. კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ დამსაქმებლებთან, რათა სტუდენტების დაეხმაროს დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარებაში.
კოლეჯი მხარს უჭერს საერთაშორისო სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას Erasmus+ პარტნიორობის მეშვეობით. ის ასევე ხელს უწყობს უწყვეტ განათლებასა და გამოყენებით კვლევას.
ალტე უნივერსიტეტსა და კლაიპედას სახელმწიფო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
