ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით ტარდება ხელოვნური ინტელექტის Online სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის - „ხელოვნური ინტელექტი საკლასო ოთახში“ . კურსს AI & გაციფრულების ექსპერტ-კონსულტანტი - ნინო გორგაძე გაუძღვება.
ნინო გორგაძე 20-წლიანი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP, PMI-ACP/PMI), IPMA Georgia-ს დირექტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელიც კურსის ფარგლებში მონაწილეებს გაუზიარებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე - პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით.
კურსი საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო კარგად გაიცნოთ ხელოვნური ინტელექტი, მასთან მუშაობის წესები, გაიღრმაოთ ცოდნა AI-ის მიმართულებით და შეძლოთ მისი ეფექტური ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.
ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებთ:
- გამოიყენოთ AI უსაფრთხოდ, რისკებისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით;
- შეადგინოთ სწორი ამოცანები AI-სთვის;
- გამოიყენოთ AI გაკვეთილის დაგეგმვაში, სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასებასა და უკუკავშირის დაბრუნებაში;
- განასხვაოთ ერთმანეთისგან AI დახმარება და პლაგიატი;
ტრენინგის დასრულების შემდეგ პირად AI ასისტენტსა და რამდენიმე სასწავლო/შეფასების შაბლონთან გექნებათ წვდომა.
ხელოვნური ინტელექტის Online სასერთიფიკატო კურსი 20-21 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია: შეირჩევა მხოლოდ 30 მასწავლებელი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ზემოთ მოცემულ ბმულზე.
