ხარისხის შიდა უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები
უნივერსიტეტეში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული მართვის ნაწილს. აღნიშნული მექანიზმების საშუალებით ხდება ინსტიტუციის ძირითადი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებულ მიზნებთან.
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა
უნივერსიტეტში დამტკიცებულია და მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია, პროგრამის დამტკიცების, მასში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების პროცედურები (პროგრამის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები), სწავლის შედეგების ფორმირების პრინციპები, რომლებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს როგორც ლექტორების, ასევე - სხვა საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩართული მხარეებისთვის. აღნიშნულ დოკუმენტებში მკაფიოდ გაწერილი რეგულაციები უზრუნველყოფენ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობასა და ჩართული მხარეების აქტიურ მონაწილეობას.
- საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბების მეთოდოლოგიური ასპექტები
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და დამატებითი ასპექტები
- საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია
კვლევები და გამოკითხვები
ხარისხის კვლევების პოლიტიკის საფუძველზე ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ატარებს კმაყოფილების ფიქსირებულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ კვლევებს. კვლევების განხორციელებაში ჩართულნი არიან სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. აღნიშნული კვლევების ჩატარების მიზანია, დაინტერესებული მხარეების გამოცდილებებისა და მოსაზრებების დეტალური ანალიზი; მათგან მიღებული შეფასებების, რეკომენდაციებისა და რჩევების საფუძველზე საუნივერსიტეტო საქმიანობის გაუმჯობესება.
თემატური ანალიზები
ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი პერიოდულად ახორციელებს თემატურ ანალიზებს. თემატური ანალიზი წარმოადგენს საჭიროებაზე დაფუძნებულ კვლევით პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, საუნივერსიტეტო ცხოვრების მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტში მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.
დეპარტამენტის წლიური ანგარიშები
Ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების საფუძველზე, ყოველწლიურად შეიმუშავებს საუნივერსიტეტო საქმიანობის წლიური შეფასების ანგარიშს, რომელიც ემსახურება მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებით საუნივერსიტეტო საქმიანობის გაუმჯობესებას, შეფასებისა და განვითარების ტენდენციების გამჭვირვალობას.
ელექტრონული სწავლება
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში შემუშავებულია და ფუნქციონირებს ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესი, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47.4 და 47.7 მუხლების შესაბამისად ალტე უნივერსიტეტი ელექტრონულ სწავლებას ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვის სისტემის - https://emis.alte.edu.ge - გამოყენებით, სინქრონული ან/და ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რაც გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები არ იმყოფება ერთ სივრცეში, თუმცა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციფიური საშუალებების გამოყენებით ახდენენ კომუნიკაციას ერთსა და იმავე დროს (სინქრონული ფორმა) ან სხვადასხვა დროს (ასინქრონული ფორმა). ასინქრონული ფორმით კომუნიკაციისას ლექტორი სასწავლო მასალას, ჩაწერილ ვიდეო-ლექციას, ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტში, კერძოდ, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პორტალზე -https://students.alte.edu.ge, სტუდენტის პირად გვერდზე და სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ნებისმიერ დროს ისწავლოს, დაუბრუნდეს მასალას, გაიმეოროს და ა.შ.