საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

ხარისხის გარე უზრუნველყოფა

ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების (ავტორიზაცია, აკრედიტაცია, გარე კოლეგიალური შეფასება) ფარგლებში განხორციელებული შეფასებები ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ ხარისხს, მმართველობის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და რესურსების მიმართ დაწესებულ სტანდარტებს. ​


ალტე უნივერსიტეტს განმეორებითი ავტორიზაცია მიენიჭა 2024 წლის 16 დეკემბერს, 6 წლის ვადით, ხოლო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი საგანმანთლებლო პროგრამები (გარდა სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელიც არის ავტორიზებული) აკრედიტებულია. 

 

 

ავტორიზაცია 

ავტორიზაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიიდან გამომდინარე, ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:

 

  • ​ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება ​
  •  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა​
  •  საგანმანათლებლო პროგრამები​
  •  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი​
  •  სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები​
  •  კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობა ​
  •  მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები​

 

აკრედიტაცია

პროგრამული აკრედიტაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის სფეროს თავისებურებებიდან გამომდინარე, ადგენს პროგრამის შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:

  •  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა​
  •  სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა​
  •  სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა​
  •  სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა​
  •  სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები​

     

 

გარე კოლეგიალური შეფასება

უნივერსიტეტში დამკვიდრებულ პრაქტიკაა გარე (ქართველი და უცხოელი) ექსპერტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინსტიტუციური შეფასება. აღნიშნული პრაქტიკა უზრუნველყოფს ადგილობრივი, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების, საუნივერსიტეტო საქმიანობისა და რესურსების ობიექტურად შეფასებას და მათ მდგრად განვითარებას.  ​