ავტორიზაცია
ავტორიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიიდან გამომდინარე ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
- საგანმანათლებლო პროგრამებს;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
- სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
- კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
აკრედიტაცია
პროგრამული აკრედიტაცია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის სფეროს თავისებურებებიდან გამომდინარე ადგენს პროგრამის შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:
- საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა
- სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
- სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა
- სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა
- სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები~