იზმირის თინაზტეპეს უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტია იზმირში, თურქეთში, რომელიც 2018 წელს, Ses Health, Education and Sports Foundation-ის მიერ დაარსდა. უნივერსიტეტი ორიენტირებულია ჯანდაცვის მეცნიერებებზე, ჯანდაცვის მომსახურების პროფესიულ სკოლასა და სამაგისტრო სკოლასთან ერთად კი სტუდენტებს სამ პროგრამას - მედიცინას, სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის მეცნიერებებს სთავაზობს. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკული კლინიკურ გამოცდილება, რომელსაც ოთხი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და 11 თანამედროვე ლაბორატორიის მხარდაჭერით ახორციელებს.
უნივერსიტეტის კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ასევე მოცავს სივრცეებს როგორიცაა ბიბლიოთეკები, საკონფერენციო დარბაზები, კაფეტერიები და სტუდენტური მომსახურების ოფისები. უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი საკმაოდ აქტიურია და მონაწილეობს Erasmus+ პროგრამაში, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვასა და გლობალურ თანამშრომლობას.
ალტე უნივერსიტეტსა და იზმირის თინაზტეპეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
