Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

იუტას უნივერსიტეტი

იუტას უნივერსიტეტის (გლობალური ჯანმრთელობა) პროგრამა წარმოადგენს სამედიცინო განათლების მიმართულებას, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო ჯანმრთელობის სფეროში სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობებს. პროგრამა მოიცავს აკადემიურ კურსებს, კვლევით პროექტებს, საერთაშორისო კლინიკურ როტაციებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მისი მიზანია მომავალ მედიკოსთა მომზადება გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევების ეთიკური, მდგრადი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომით გადასაჭრელად.

 

ალტე უნივერსიტეტსა და იუტას უნივერსიტეტს (გლობალური ჯანმრთელობა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

iutas-universitetiიუტას უნივერსიტეტი