ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა, აბიტურიენტების კლუბთან ერთად ციფრული სამყაროთი, პროგრამირებით ან კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული XI ან XII კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ ღია კარის დღეს - "Hack the Future" - ს ჩაატარებს.
ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში აბიტურიენტები შეხვდებიან სკოლის დეკანსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც უკეთ გააცნობენ მათთვის საინტერესო პროფესიას და მის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურობაში.
რუსო სანაძე, IT სკოლის დეკანი, ისაუბრებს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამასა და იმ ინოვაციურ, უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელთაც ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა მათ სთავაზობს.
მარიამ შარია, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, გაუძღვება ტრენინგს თემაზე: „რატომ ვხდებით აპლიკაციებზე დამოკიდებული" და გაუზიარებს მოსწავლეებს, თუ როგორ მოქმედებს ჭკვიანური დიზაინი მომხმარებლის ქცევაზე.
- ანანია დევსურაშვილი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, გააცნობს მონაწილეებს IT პროექტების მართვის საფუძვლებს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ სამყაროში.
შეხვედრის თარიღი: 29 აპრილი, 14:00
შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმაზე
დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია - https://shorturl.at/KDan9

