Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 04, 2025

IT სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ახალი საბაკალავრო ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამები - „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“ (Artificial Intelligence & Data Analytics) აკრედიტებულია!
 

პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები და საგნები: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიტიკა, მანქანური სწავლება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, 3D გრაფიკის ელემენტები, ღრმა დასწავლა (“Deep Learning”), თამაშების შექმნა და სხვა.
 

სტუდენტები პირველივე სემესტრში გაივლიან STEM და საინფორმაციო ტექნოლოგიების კურსებს, რაც მათ დაეხმარებათ, შეაჯამონ თავიანთი ცოდნა ფიზიკა/მათემატიკაში და გაიუმჯობესონ საჭირო ტექნიკური უნარები.
 

სავალდებულო საგნების შესწავლის შემდეგ შეძლებენ, აირჩიონ და სწავლა გააგრძელონ მათთვის საინტერესო მიმართულებით:

  •  ხელოვნური ინტელექტი;
  •  მონაცემთა ანალიტიკა.
     

სასწავლო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული კომპონენტებით, რაც გულისხმობს, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, როგორც გუნდურ, ასევე, ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობას. სწავლის პარალელურად კი სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ სტაჟირება უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში და რეალურ სამუშაო გარემოში გამოცადონ თავიანთი უნარები. ამასთანავე, პრაქტიკული გამოცდილების მიღება ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრშიცაა" შესაძლებელი.
 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და შეძლებენ ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, გლობალურ პროექტებსა თუ ჰაკათონებში. ამასთან ერთად, ექნებათ შესაძლებლობა გაიარო 𝐂𝐢𝐬𝐜𝐨 𝐒𝐲𝐬𝐭𝐞𝐦-ისა და 𝐀𝐖𝐒 აკადემიის მიერ შემოთავაზებული კურსები და მოემზადონ საერთაშორისო სერტიფიცირებისათვის, რაც მათ დაეხმარებათ, გახდნენ წარმატებული პროფესიონალი როგორც საქართველოში, ისე - მის საზღვრებს გარეთ.
 

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ხოლო მათ, ვინც უკვე აირჩია ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა, შიდა მობილობით განაგრძონ სწავლა ახალ პროგრამაზე - „Artificial Intelligence & Data Analytics” 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან.
 

  •  კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი
  •  ხანგრძლივობა: 4 წელი / 8 სემესტრი (240 ECTS)
  •  ქართულენოვანი პროგრამის საფასური: 2,950 ლარი
  •  ინგლისურენოვანი პროგრამის საფასური: 3,500 ლარი

 

IT სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია