INTI საერთაშორისო უნივერსიტეტი, არის კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო ქსელი მალაიზიაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე კამპუსს (ნილია, სუბანგი, პენანგი და საბაჰი) და სთავაზობს სტუდენტებს მრავალფეროვან პროგრამებს ბიზნესის, ინჟინერიის, IT-ისა და სხვა მიმართულებებით. უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო პარტნიორობებით წამყვან უნივერსიტეტებთან და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელით, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და გლობალურ გარემოზე ორიენტირებული განათლების მეშვეობით, INTI ამზადებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრებს.
ალტე უნივერსიტეტსა და INTI საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

