7-11 აპრილს ალტე უნივერსიტეტში “International Staff Week“ ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 8 საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი (ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი) ესწრებოდა.
ღონისძიება ეძღვნებოდა თემას: Fostering Internationalization and Collaboration in Mid-Sized and Young Universities.
ხუთდღიანი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინტერაქციული ვორკშოპები, მოეწყო პანელური დისკუსიები და გაიმართა კულტურული აქტივობები.
საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებსა და აკადემიურ პერსონალს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ის მიგნებები, რომლებიც უნივერსიტეტის განვითარების გზაზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარათ. განვიხილეთ ალტე უნივერსიტეტის განვითარების გზა, მესამე მისიის მნიშვნელობა, მარკეტინგის როლი უმაღლეს განათლებაში და მცირე და საშუალო ზომის უნივერსიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები.
საერთაშორისო კვირეულის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საუნივერსიტეტო გამოფენაში. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ პირადად შეხვედროდნენ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათთვის წარედგინათ საკუთარი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო გაცვლითი შესაძლებლობები.


