დეკემბერი 11, 2025
ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში
ალტე უნივერსიტეტის IT სკოლისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი 5-დღიანი საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი - „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ თელავში ჩატარდა.
ბანაკი ფერმერთა ასოციაციის, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა (SLU) და მონპელიეს უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა. ის აერთიანებს 10 უნივერსიტეტის 42 ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს, რომლებიც აგროტექნოლოგიებით არიან დაინტერესებული.
მონაწილეები დაეუფლნენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებს: დრონების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში, ბიოინფორმატიკას, ციფრულ მეღვინეობას და სხვა ინოვაციურ მეთოდებს. ბანაკი აერთიანებს ლექციებს, პრაქტიკულ სესიებსა და გუნდურ პროექტებს, რომელთაც ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ხელმძღვანელობენ.
ბანაკი 12 დეკემბერს, ფინალური პროექტების წარდგენით დასრულდა და მასში მონაწილე თითოეული სტუდენტი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.








