პირველკურსელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ალტე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის იწყება 2025 წლის 29 სექტემბერს, ხოლო მედიცინის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) და კომპიუტერული მეცნიერების (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტებისთვის 6 ოქტომბერს. სწავლის დაწყებამდე კი, რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი და შესაბამისი ნაბიჯია:
- 15 – 19 სექტემბერი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სწავლის საფასურის გადახდა;
- 22 – 27 სექტემბერი - აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის;
29 სექტემბერი - 4 ოქტომბერი - აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა მედიცინის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) და კომპიუტერული მეცნიერების (ინგლისურენოვანი, ქართულენოვანი) პროგრამის სტუდენტებისთვის.
სრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი წარიმართება სრულად ონლაინ. სარეგისტრაციო ბმული პირადი ტელეფონის ნომერზე სმს-ის სახით გაზიარდება 15 სექტემბერს და აქტიური იქნება 19 სექტემბრის ჩათვლით. სარეგისტრაციო ბმული ასევე განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა www.alte.edu.ge და Facebook გვერდზე.
26 სექტემბრამდე აბიტურიენტებმა უნივერსიტეტში მატერიალურად უნდა წარმოადგინონ ნოტარიულად დამოწმებული ატესტატის ასლი და ფოტოსურათი 3X4.
არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი წარიმართება ორ ეტაპად. რეგისტრაციის პირველ ეტაპი გულისხმობს 15-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ რეგისტრაციას და დოკუმენტაციის ატვირთვას. ხოლო მეორე ეტაპზე აბიტურიენტი მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა მობრძანდეს უნივერსიტეტში 16-დან 18 სექტემბრის ჩათვლით და თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
- მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა;
- აბიტურიენტის დაბადების მოწმობა;
- ნოტარიულად დამოწმებული ატესტატის ასლი;
- ფოტოსურათი 3X4;
ონლაინ რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია (როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის):
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
- ფოტო-სურათი (3x4);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- განცხადება (განცხადების ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე);
იხილეთ სწავლის საფასურის გადახდის ინსტრუქცია დანართის სახით.
*ყურადღება! აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდება პრეზიდენტის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს. აბიტურიენტებმა, რომლებიც არ/ვერ გაივლიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას და ვერ მოიპოვებენ სტუდენტის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა მიმართონ უნივერსიტეტს განცხადებით, არაუგვიანეს პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.
გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
