Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 12, 2025

ინფორმაცია მობილობის მსურველთათვის

მნიშნელოვანი თარიღები მათთვის, ვინც მოიპოვა გარე მობილობის უფლება ალტე უნივერსიტეტში:
 

  • 12 - 15 სექტემბერი - სასწავლო ბარათის წარმოდგენა ელექტრონულად 
  • 18 - 19 სექტემბერი - კრედიტების აღიარების დასკვნაზე ხელმოწერა 
  • 22 - 25 სექტემბერი - ადმინისტრაციული რეგისტრაცია 
  • 2 - 5 ოქტომბერი - აკადემიური რეგისტრაცია 
  • 3 - 11 ოქტომბერი - სავალდებულო დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენა უნივერსიტეტში 
     

ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებამდე გთხოვთ შეავსოთ თქვენი მონაცემები მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/CchB3JDRwTnHJA6b9  
 

მობილობის უფლების მქონე სტუდენტები რეგისტრაციის პორტალის ბმულს მიიღებენ სმს-ის საშუალებით. ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ. 
 

ონლაინ ადმინისტრაციული რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტაცია: 
 

  1. პირადობის მოწმობის ასლი 
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)/დიპლომი 
  3. ფოტო-სურათი (3X4)  
  4. სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის) 

  

უნივერსიტეტში წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია: 
 

  1. პირადობის მოწმობის ასლი 
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)/დიპლომი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) 
  3. ფოტო-სურათი (3X4) 
  4. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) 
  5. ამონაწერი ჩარიცხვის ბრძანებიდან 
  6. ამონაწერი სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან 
  7. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი 
ინფორმაცია მობილობის მსურველთათვის