- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია არაკომერციული შესყიდვების სამსახურის თანამშრომლებთათვის, კომერციული - იმპორტის მენეჯერებისთვის, კომერციული - საერთაშორისო გადაზიდვებისა და განბაჟების სპეციალისტებისთვის, ბუღალტრებისა და ნებისმიერ პირისთვის, რომლებიც მიწოდების ჯაჭვში არიან ჩართულნი.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია მონაწილეს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა იმპორტის პროცესების, საბაჟო რეგულაციების, გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის მართვის შესახებ. მონაწილეები შეისწავლიან საბუთების სწორად შედგენასა და კონტროლს, ტრანსპორტირების დაგეგმვას და მარაგების ოპტიმიზაციას. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ გაიაზრონ საკუთარი პოზიციის და საქმის მნიშვნელობა მთლიანი ლოჯისტიკური ჯაჭვის გამართულად და ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებისთვის.
- ტრენერი
ხათუნა ბეგაძე - ტრენერი, შპს ,,ბიქსი კონსალტინგ“-ის დამფუძნებელი. აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით როგორც უფროსი მენეჯერის, ისე ხელმძღვანელის პოზიციაზე. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 6 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge