ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და ააიპ „სამართლებრივი აზროვნების აკადემიის” ორგანიზებით, პროექტი „იმიტირებული გამოძიება“ წარმატებით დასრულდა.
პროექტი ორი დღის განმავლობაში ალტე უნივერსიტეტის კამპუსში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სამოტივაციო წერილების საფუძველზე შერჩეულმა 30-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ინტენსიური კურსის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ გამოძიების ეტაპებს, მოწმეთა გამოკითხვის მეთოდებს, მტკიცებულებათა მოპოვების სამართლებრივ სტანდარტებსა და სხვა მნიშვნელოვან საგამოძიებო პროცესებს.
მეორე დღე სრულად დაეთმო პრაქტიკულ სიმულაციას, სადაც მონაწილეებმა მიღებული თეორიული ცოდნა რეალური ქეისის ამოსახსნელად გამოიყენეს და საგამოძიებო პროცესი დამოუკიდებლად წარმართეს.
მსგავსი ინიციატივები აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.


