ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენცია (IMAUC) 2023 მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, როგორც ერთ-ერთი პირველი და წარმატებული ღონისძიება, რომელიც ASRU-ს გუნდის მიერაა ორგანიზებული.
2023 წლის ივნისში, ორი დღის განმავლობაში ჩატარებული კონფერენცია იყო ე.წ. პლატფორმა თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაც მათ იდეების გაცვლისა და თავისი კვლევების გაზიარების საშუალება ჰქონდათ.
ინგლისურმა, როგორც სამუშაო ენამ, ხელი შეუწყო საერთაშორისო ატმოსფეროს შექმნას, რაც ხელსაყრელი იყო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის. კონფერენციას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თსსუ, სეუ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, სხვათა შორის.
მარკეტინგის გუნდის ზედმიწევნითი ძალისხმევა უზრუნველყოფდა ეფექტურ კომუნიკაციას. სამიზნე აუდიტორიას სრულყოფილად გადაეცემოდა ინფორმაცია, რაც მათი ჩართულობას უწყობდა ხელს.
IMAUC 2023-ის დროს პრეზენტაციის გაკეთება ორი გზით იყო შესაძლებელი: პლაკატი და ზეპირი პრეზენტაციები, რაც მონაწილეებს კვლევის შედეგების მრავალფეროვნად წარდგენის საშუალებას აძლევდა. მაღალალკვალიფიციური კადრებისგან შემდგარმა ათ კაციანმა ჟიურიმ, რომელთა შორის დეკანი ქეთევან ჩახნაშვილიც იყო, შეაფასა პრეზენტაციები, რამაც ღონისძიების აკადემიურ სიმკაცრეს შეუწყო ხელი. საერთო ჯამში, დაახლოებით 75 ადამიანი იღებდა მონაწილეობას კონფერენციაში. მათ შორის იყვნენ ავტორები და თანაავტორებიც.
გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, მონაწილეებს სხვადასხვა სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ, რამაც ხელი შეუწყო საერთო გამოცდილების გამდიდრებას.
ორდღიანი ღონისძიების კულმინაცია პრიზების გადაცმის ცერემონია იყო. იგი ემსახურებოდა მონაწილეების, როგორც ზეპირი, ისე პოსტერების სახით პრეზენტაციებისა და მათი ძალისხმევის აღიარებასა და დაფასებას. ცერემონიის შემდეგ ჩატარდა ფერადი კულტურული ღონისძიება მონაწილეთა მრავალფეროვნებისა და მეგობრობის აღსანიშნავად.
IMAUC 2023 წარმოადგენდა არა მხოლოდ პლატფორმას აკადემიური დისკურსისა და კავშირებისთვის, არამედ აჩვენა ალტე უნივერსიტეტის ერთგულება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სამედიცინო სფეროში, პროფესიონალების შემდეგი თაობის აღზრდისადმი. მან შექმნა პრეცედენტი მომავალი კონფერენციებისთვის და ხაზი გაუსვა განათლებისა და კვლევის სრულყოფილებისადმი უნივერსიტეტის ერთგულებას.