ილია ბოცვაძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და უმაღლესი განათლების სფეროს მენეჯმენტის სპეციალისტი. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს 15 წელზე მეტ ხანს, რომლის განმავლობაშიც იგი თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში ახორციელებდა მრავალფეროვან ფუნქციებს - სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი და ადმინისტრაციული მართვის სფეროებში. გამოირჩევა ინსტიტუციური ლიდერობის, განათლების ხარისხის შეფასებისა და პროგრამული განვითარების ცოდნით.
ილიას გააჩნია PhD ბიზნესის ადმინისტრირებაში (ფინანსების სპეციალიზაციით) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, MBA ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით მარმარის უნივერსიტეტიდან (სტამბული), აგრეთვე ორი საბაკალავრო ხარისხი - ფინანსებსა და საბანკო საქმეში, ასევე საინჟინრო მეცნიერებებში — ორივე მიღებული თბილისში.
ილიას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ვორქშოპსა და ტრენინგში ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ საერთაშორისო ჟურნალებში.
ილია ბოცვაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალური ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.
ასევე არის ფინანსების და საბანკო საქმისა და აღრიცხვისა და დაბეგვრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების დარგობრივი საბჭოს წევრი.
ილია მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

