ალტე უნივერსიტეტში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია - GREDA-ს წევრი კომპანიების საჯარო ფორუმი გაიმართა!
შეხვედრა მიზნად ისახავდა აკადემიურ სივრცეში მრავალმხრივი დიალოგის გააქტიურებასა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
ღონისძიება ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი - მაია მელიქიძე უძღვებოდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნისთვის ისეთი აქტუალური და სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა:
- სექტორის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციები;
- კომპანიების ESG და SDG სტრატეგიები და კერძო სექტორის როლი საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში;
- განახლებადი ენერგიის პროექტები;
- მწვანე ეკონომიკისა და ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.


