საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

აპრილი 16, 2024

გლობალური ჰაკათონი - Teens in AI წარმატებით დასრულდა

წელს პირველად გლობალური ჰაკათონი - Teens in AI 2024 საქართველოში ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის დასასრულს გამოვლინდა Teens in AI  საქართველო 2024-ის 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

პირველადგილოსანი გუნდის "Carrier Connection" მენტორ-კოორდინატორი ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, ნოდარ ლაგურაშვილი გახლდათ. გუნდის ნამუშევრის შესახებ ვიდეო კი გაიგზავნა პროექტის საერთაშორისო ჟიურისთან, რომელიც გამარჯვებულის ვინაობას 25 აპრილს დაასახელებს.

გამარჯვებული გუნდის - "Carrier Connection" წევრებმა, შექმნეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი Nodo, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, თავიანთ ინტერესებსა და უნარებზე დაყრდნობით, კარიერის დაგეგმვაში, სასურველი პროფესიის, უნივესრიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევასა და ინფორმაციის მოძიებაში.

 

პირველადგილოსანი გუნდი - Carrier Connection


გუნდის წევრები:

მარიამ ცინცაძე - XI კლასი, გურია, ჩოხატაური;

ანრი ლომთათიძე - XI კლასი, გურია, ჩოხატაური;

იაკო ხუხუნაიშვილი - XI კლასი, გურია, ჩოხატაური;

სოფიო თავდიაშვილი - IX კლასი, გურია, ოზურგეთი;

მენტორ-კოორდინატორი - ნოდო ლაგურაშვილი, ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი;

ტექ მენტორი - ჟანა ორკოდაშვილი - მონაცემთა ანალიტიკოსი;

დიზაინ ფიქრის (Design Thinking) მენტორი - სალომე მუხაშავრია - ალტე უნივერსიტეტის ლექტორი;

AI მენტორი - მარიამ ლომიშვილი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი.

 

მეორე ადგილი გაინაწილა ორმა გუნდმა: GPT Nation და Code – AI.

 

GPT Nation-ის გუნდის წევრები:

ალექსანდრე ჯელია;

გვანცა მამულაშვილი;

ნიკა აბულაძე;

გიორგი გობაძე;

მენტორი-კონსულტანტი - მაშა ხაბალაშვილი.

Code – AI-ის გუნდის წევრები:

ანი გიორგობიანი;

ანა მშვილდაძე;

ზაზა ჯამასპიშვილი;

თეკლა ბლუაშვილი;

მენტორი-კონსულტანტი - ნიკა ბერიძე.

GPT Nation პროექტის პარტნიორმა, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, ჟიურის რჩეული გუნდი AI-inteligentsia დააჯილდოვა, რომელიც ქუთაისის და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრებით იყო დაკომპლექტებული.

პროექტის ჟიურის წევრები:

ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;

გიორგი აბაშიშვილი - ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;

მურო თაკალანძე - საქართველოს გაეროს ასოციაციის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი;

ზურაბ პერტაია - Edutech-ის დამფუძნებელი;

თემურ ჩიჩუა - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.

გლობალური ჰაკათონი Teens in AI 2024 საქართველოში წელს პირველად ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა და იგი სრულად მოხალისეობრივი გახლდათ. პროექტი მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში.

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტატიიდან შეიტყობთ: https://bit.ly/3JixNAJ